LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე საიმედო ავტომობილი

84

ამერიკულმა გამოცემა Consumer Reports-მა ავტომობილების საიმედოობის განახლებული რეიტინგი წარმოადგინა. ექსპერტებმა 640 000 ავტომობილის მონაცემები გაანალიზეს, რომელიც გამოცემას 400 000-მა გამომწერმა მიაწოდა.

გასული წლის ლიდერი – Lexus, წელს მეორე პოზიციაზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ იაპონური პრემიალური მარკა საიმედოობის რეიტინგის ლიდერი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. ყველაზე მეტი პატივისცემით მკითხველები სედან ES-ს მოიხსენიებენ.

2017 წლის რეიტინგს კი Toyota ლიდერობს, ექსპერტებმა მარკის 14 მოდელი გაანალიზეს და ყველაზე საიმედოს წოდება კუპე 86-ს ერგო.

ლიდერთა სამეულს კორეული Kia ასრულებს, რომელიც გასულ წელთან შედარებით ორი საფეხურით წინ გადავიდა. სამოდელო რიგიდან ყველაზე საიმედო კი Niro აღმოჩნდა.

მეოთხე და მეხუთე ადგილები რეიტინგში „გერმანელებმა“ – Audi-მ და BMW-მ დაიკავეს. აუდის ყველაზე საიმედო მოდელი Q3 აღმოჩნდა, ხოლო რაც შეეხება BMW-ს ყველაზე მეტი საიმედოობა მეორე სერიის კუპემ გამოავლინა.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: Subaru, Infiniti, Buick, Honda და Hyundai.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები