საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.
ნათია თურნავამ აშშ-ის ახალ ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღდგენაზე.