„ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ“ – ამ თემაზე ჟურნალისტი მაია ასათიანი ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
„დიახ, მე შვილმკვდარმა ქალმა მოვძებნე საკუთარ თავში ძალა და ცხოვრება თავიდან შევიყვარე. ეს ყველაზე რთული გზაა, მაგრამ ამ გზის გავლა შესაძლებელია. თუ შენც ჩემსავით საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ცხოვრების აზრი დაგაკარგვინა, თუ შენი ცხოვრება მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვირფასი ადამიანის საფლავია, თუ არ იცი როგორ უნდა გააგრძელო გზა, მე ვიცი როგორ დაგეხმარო.
მე ვიწყებ ახალ, სრულიად უნიკალურ ტრენინგს ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ. მე ეს შევძელი, შენც შეძლებ. მოდი ჩემთან და გასწავლი, როგორ დაიწყო ცხოვრება თავიდან“,- ამბობს მაია ასათიანი.