LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, რა მარშრუტებზე ივლის 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში

479
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით N301, N302, N308, N314 მარშრუტებზე ჩანაცვლდება.

მერიის ცნობით, 18-მეტრიანი ავტობუსები პირველ ეტაპზე ივლიან შემდეგ მარშრუტებზე:

  • N301 – მოძრაობს პოლიტკოვსკაიას ქუჩასა და ქვედა მელითონეთა დასახლებას შორის. გაივლის 63 გაჩერებას.
  • N302 – მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის. გაივლის 49 გაჩერებას.
  • N308 – მოძრაობის გლდანის ტბასა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.
  • N314 – მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და ბარათაშვილის ძეგლს შორის. გაივლის 47 გაჩერებას.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, 18- მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.

„მიხარია, რომ მალე ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში ეს სილამაზე დაიწყებს მოძრაობას“ – კალაძის თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს 2024 წლის იანვრიდან მოემსახურება

„ბევრი კომენტარი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, „რა 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში, როგორ შეიძლება 18 მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებაო“.

ყველა იმ მარშრუტზე, რომელზედაც იქნება დანიშნული აღნიშნული ავტობუსები, რა თქმა უნდა, არ იქნება პრობლემა. სხვათა შორის შეიძლება ვიღაცამ რაღაც არ იცოდეს, ესეც ჩვეულებრივია, არც მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ როცა არ ვიცი, ვეკითხები ადამიანს, ვინც იცის და ვინც რაღაცას მეტყვის, გამაგებინებს. თქვენც რომ იკითხოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება.

18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, დადიოდა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ტრამვაიც დადიოდა თბილისში, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს წაართვეს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იყო ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რაც ზოგადად სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქში გვაქვს.

18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე, ეს არის N301, 302, 308, 314 ავტობუსები. ამ მარშრუტებზე დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება, ეს ძალიან დიდი ციფრია.

აღნიშნული ცვლილებებით ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით მარშრუტის გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება, გამოთავისუფლებული 12 მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

magti 5g