„ბეჟან ბატონო, ჩვენთან დალაგებულია სიტუაცია, კანდიდატის სტატუსს ველოდებით, პენსიები გავზარდეთ, ხელფასები, ინფრასტრუქტურა მშვენივრადაა და ახლა თემა რა აქვთ? ორბანის პოლიტიკაზე კომენტარი უნდა გავაკეთო“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თანაგუნდელ ბეჟან წაქაძეს მიმართა.
კითხვა კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც ბრიუსელისგან 10 მლრდ ევროზე მეტი თანხის დახმარების პაკეტს ითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დაბლოკვაზე მიანიშნა.
„ორბანიო, უნგრეთის ჯიგარი, მაგარი კაცი რო არის, თავის პოლიტიკაში არის და მაგაზე რა კომენტარს გააკეთებთო, ოპოზიციური არხები გვეუბნებიან“. – მიმართა ირაკლი ზარქუამ მისივე თანაპარტიელ ბეჟან წაქაძეს.