LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

306
ავარია-3

მცხეთა-მთიანეთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია გასულ ღამეს, სოფელ ციხისძირში მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g