LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი როლი ითამაშა დედამ, ყოველდღე მოდიოდა და ეფერებოდა თავის 500 გრამიან შვილს“ – 13 წლიანი უშვილობა და პატარა თემესტიას გადარჩენის საოცარი ამბავი 

1130
Untitled design (62)

13 წლიანი უშვილობა და პატარა თემესტიას გადარჩენის საოცარი ამბავი..

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში კლინიკა „მედინას“ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ნატო გორგაძე ჰყვება, თუ რა გზა გაიარეს ჩვილის მშობლებმა და პატარა თემესტიამ.

„დიდი როლი ითამაშა დედამ, ყოველდღე მოდიოდა და ეფერებოდა თავის 500 -გრამიან შვილს,“ – ამბობს  ნატო გორგაძე.

„ექიმმა დამავალა მასთან ყოველდღე მივსულიყავი და მოვფერებოდი.. ვგრძნობდი რომ ეს კავშირი მნიშვნელოვანი იყო..

ტყუპებზე ვიყავი ფეხმძიმედ და აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთა.. ელისაბედმა ხუთ დღეში დაგვტოვა.. 44 წლის ასაკში გავაჩინე შვილები, ჩემი მეუღლე 47 წლისაა და სულ გვერდით მიდგას: ერთი გვაქვს დარდი ტკივილი თუ სიხარული,“ – ამბობს თემესტიას დედა მარინა შარვაშიძე.

პატარა თემესტიამ  4 თვე ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში დაჰყო, ახლა ის უკვე მშობლებთან ერთად, ჯანმრთელი, სახლში გაწერეს.

„მეხუთე თვეს დაბადებული 500 გრამიანი ახალშობილი დღეს კლინიკიდან 2 კილოზე მეტი, სრულიად ჯანმრთელი ეწერება – კლინიკა „მედინა“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g