LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რასაც ვცოდავდი, იმ ცოდვებზე პასუხი იმქვეყნად უნდა მეგო, მაგრამ ისეთი დამემართა, აქ ვაგე.. ჯოჯოხეთი აქ გავიარე“ – დათო ევგენიძე

384
ევგენიზე

კომპოზიტორი დათო ევგენიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, იმ ეტაპებზე საუბრობს, რომლებსაც ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ გადის.

გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მუსიკოსმა გაიხსენა, როგორ გაიცნო ასევე მუსიკოსი გიორგი მახარაშვილი, რომელიც მოგვიანებით მისი დონორი გახდა. დათო ევგენიძემ ასევე ისაუბრა, რა შეიცვალა და რა გადააფასა გამოჯანმრთელების შემდეგ.

„მახარას ჩვეულებრივზე დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა, სრულად მისი ღვიძლით ვარ.. ქირურგმა მითხრა, თქვენს ოპერაციაზე ღმერთო იყო ჩვენთანო“ – დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ

„იმქვეყნად ცოდვებზე პასუხი ხომ უნდა მეგო და აქ ისეთი რეინკარნაცია გავიარე… იქ რომ მიხვალ, რასაც ვცოდავდი, პასუხი ხომ უნდა აგო, ისეთი რამ დამემართა, მგონი პასუხი აქ ვაგე და ჯოჯოხეთი გავიარე.

მახარას შვილის ნათლია ვარ, იცით, როგორ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში?

7 წლის წინ წვერებიანმა ბიჭმა მომიკაკუნა, კარი რომ გავუღე, მკითხა: „პიანოს ვერ მათხოვებო?“. ვკითხე, მუსიკოსი ხარ-მეთქი? კიო.. შემდეგ დავმეგობრდით.

ბოლოს, ოპერაციამდე ძალიან ცუდად ვიყავი, ერთხელ მახარა მოვიდა და მითხრა: თურქეთში წავედით, ღვიძლი უნდა გადავინერგოთო. წამიყვანა ექიმთან, რომელმაც თურქეთში გამგზავრება. ორ დღეში გავფრინდი. ექიმმა მითხრა, როგორ ხარ ცოცხალი, ორი დღეც და მკვდარი იქნებოდიო.

საოცრება გითხრათ? 17-საათიანი ოპერაცია იყო, შემდეგ ექიმმა მომიყვა, 2 400 ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მათგან 10 ურთულესი იყო, მაგრამ შენ რომ გაგჭერი, რაც კატეზე მქონდა ნანახი, შიგნით არაფერი არ დამხვდა – არც ღვიძლიო. ყველაფერი ამოჭრეს, ღვიძლი, თავისი ყველა სადინარით, ბედზე მახარას 30%-ით უფრო დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა.

ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. არ შემიძლია ამ ქვეყნის გარეშე. სწორი ვქენი, რომ სხვა ქვეყანაში არ წავედი და არ დავრჩი. ზუსტად ვიცი, რომ საქართველო ჩემი ჟანგბადია“, – ამბობს დათო ევგენიძე.

 

,,ცოდვებზე პასუხი უნდა მეგო იმ ქვეყნად, მაგრამ აქ ვაგე, ჯოჯოხეთი აქ გავიარე!” – დათო ევგენიძე

,,რასაც ვცოდავდი, იმ ცოდვებზე პასუხი უნდა მეგო იმ ქვეყნად, მაგრამ ისეთი დამემართა, აქ ვაგე. ჯოჯოხეთი აქ გავიარე!” – დათო ევგენიძე

⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:

@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on ოთხშაბათი, 06 დეკემბერი, 2023

 

„მე გამიგრძელდა სტამბოლში, ყოფნა და ჩემი ღვიძლი ძმა მახარა ჩამოდის რომ დამაბრუნოს თბილისში“ – დათო ევგენიძე

დათო ევგენიძემ გიორგი მახარაშვილს ლექსი მიუძღვნა: „შენი ღვიძლი ძმა გამოჯანმრთელდა.. მახარ-მახარებ“

„წავედი მე სახლში“ – დათო ევგენიძისთვის ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, გიორგი მახარაშვილმა კლინიკა დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g