როგორც ცნობილია, მუსიკოსმა დათო ევგენიძემ რამდენიმე კვირის წინ სტამბოლში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. დონორი კი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო.
„დასრულდა ურთულესი და ძალიან გრძელი ოპერაცია…კარგად არის ყველაფერი” – ლიკა ევგენიძე
დათომ კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, მეგობარს არაერთხელ გადაუხადა მადლობა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
ამჯერად, მუსიკოსმა გიორგი მახარაშვილს ლექსი მიუძღვნა.
„მომეჩვენა რომ
მთვარეზე ვზივარ…
რას მეუბნება
მთვარე ახალი-
შენი ღვიძლი ძმა
გამოჯანმრთელდა?❤️
ყველაზე მეტად
მე ეს მახარებს…..
მახარ-
მახარებ“, – წერს მუსიკოსი და გიორგი მახარაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც გვიზიარებს.