მომღერალი ზურა ხაჩიძე ბაბი კირკიტაძეს, რომელმაც გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებენ, სოლიდარობას უცხადებს.
მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
„სადარი ის ქალთა უფლება დამცველი არასამთავრობოები და მათი ბაბლი? თუ ბაბი ქალი არ არის თქვე არასწორებო!!!
შენს გვერდით მიგულე და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, რომ სხვამ ვეღარ გაბედოს ასეთი სიბინძურის გაკეთება!!!
არ შეჭამეს ეს გოგო ამ ღვარძლიან, შურიანებმა! ჩემი მხარდაჭერა Babi Kirkitadze ❤️“, – წერს ზურა ხაჩიძე.
მომღერლის მიერ პოსტის გავრცელების შემდეგ, ბაბი კირკიტაძეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაუკავშირდა.
როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების წარმომადგენლებმა ის საგამოძიებო სამსახურში დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.
მომღერალი სავარაუდოდ, შაბათს მივა საგამოძიებო სამსახურში.