„ბავშვობიდან მინდოდა სოფელში ცხოვრება და სწორ დროს სწორი ადამიანი ვიპოვე ჩემი ოცნების ასასრულებლად!“ – ამის შესახებ მსახიობი ნანკა გვარიშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ საუბრობს.
ნანკამ სოფელში ცხოვრების გადაწყვეტილება, მეუღლესთან ერთად მიიღო.
„ჩემი დიდი ბაბუის აშენებულია ეს სახლი, მე ვერაზე ცხოვრებით ვერ დავკმაყოფილდი, შინაგანად ალბათ სოფლელი ვარ რა ვქნა..
სოფელი იღვიძებს დილის 6 საათზე და ჩვენ გვინდა არ გვინდა დილის 7 საათზე მაინც გვეღვიძება, ცხენების სირბილი გვაღვიძებს. სულ სხვა ცხოვრებაა აქ..
ერთადერთი რაც ამ სახლს გააცოცხლებდა იყო ჩვენი სიხარული და ბედნიერება,“ – ამბობს ნანკა.