LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩცდ-ს მსახიობი საყვარელ გოგონასთან ერთად საცხოვრებლად სოფელში გადავიდა – „რვა ძაღლი და ორი კატა გვყავს“

747
ფორტუნა - 2023-09-18T231003.164

სე­რი­ალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსა­ხი­ობის ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლისა და მომ­ღე­რალ ნან­კა გვა­რიშ­ვი­ლის წყვი­ლი, უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სო­ფელ დიდ­გორ­ში, ნან­კას დიდი ბა­ბუ­ის სახ­ლში, 8 ძაღ­ლთან და 2 კა­ტას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რში გა­იც­ნო და აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვე ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და.

ახალ ცხოვრებაზე წყვილმა „რუს­თა­ვი 2“-თან ისა­უბ­რა.

ბუბა:

– ნა­ნუ­კა “ახალ თე­ატ­რში” სპექ­ტაკლზე “მე გად­მოვ­ცუ­რავ ზღვას“ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. კარი გა­ი­ღო და ნა­ნუ­კამ შე­მო­ა­ნა­თა.

ნა­ნუ­კა:

– სპექ­ტაკლში ერ­თად თა­მა­ში იყო ძა­ლი­ან
კარ­გი, ვთა­მა­შობ­დით ისეთ რო­ლებს, სა­დაც ჩვენს პერ­სო­ნა­ჟებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ.

ბუბა:

– ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო, მა­ღა­ზი­ა­ში რომ გა­ვი­დო­და ჩემ­თვის რა­ღა­ცე­ბი მოჰ­ქონ­და, იცო­და, რაც მინ­დო­და.

ნა­ნუ­კა:

– ეს სახ­ლი არის ჩემი დიდი დიდი ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ ქა­ლა­ქა­რეთ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბევ­რად უფრო ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძრო­ხის ხმა მაღ­ვი­ძებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბუ­ბაც იგი­ვეს ფიქ­რობ­და. მე ამ მიზ­ნის­კენ ისე ვის­წრა­ფო­დი, რომ ღო­ბეც კი გა­ვა­კე­თე ამ სახ­ლში. ამა­სო­ბა­ში შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და გა­დავ­წყვი­ტეთ ერ­თად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ღობე რომ გა­ვა­კე­თე და თავ­და­პირ­ვე­ლად სახ­ლში რომ შე­მო­ვე­დი, თავ­ზე მენგრე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი. ბუ­ბამ მი­თხრა, მოდი, ერ­თად მივ­ხე­დოთ ამ სახ­ლს და გა­ვა­ცო­ცხლო­თო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი ადა­მი­ა­ნის­გან მა­გა­რი გუნ­დი შე­იკ­რა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები