LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგებმა ხანგრძლივი სიყვარულის საიდუმლოს მიაგნეს

96

იმისათვის რომ სიყვარული დიდ ხანს გაგრძელდეს წყვილმა ერთმანეთი კვირაში მხოლოდ ორჯერ უნდა ნახოს. „დეილი მეილმა“ ფსიქოლოგთა უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა ეს არის დიდი შრომის შედეგი და მოფრთხილება ყველაზე მეტად მას დასაწყისში სჭირდება. იმისათვის რომ რომანტიკული კავშირი წარმატებული იყოს – წყვილმა ერთმანეთი ძალიან ხშირად არ უნდა ნახოს. ეს მათ დაეხმარება, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და სიყვარულის მორევში ნაადრევად არ გადაეშვან. გააზრებული ურთიერთობა სამომავლოდ მეტი სიახლოვის გარანტიაც გახდება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები