LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში პიტბულმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა – 2 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

504
Untitled design (9)

ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ბავშვები ამ დროს დედასთან ერთად იყვნენ. სანამ დედა, მეზობლის დახმარებით ცდილობდა უფროსი შვილის საავადმყოფოში გადაყვანას, ძაღლმა, კისრის და თავის არეში, მეორე ბავშვსაც უკბინა.

„გურია ნიუსის“ ცნობით, ბავშვი რეანიმობილით თბილისში წამოიყვანეს.

სააგენტოს ცნობითვე, მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების მონათხრობით, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს.

მედიასთან საუბარში ხალხი ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა დიდი ხანია არსებობს მთელ მუნიციპალიტეტში და მის მოგვარებასაც კარგა ხანია სთხოვენ შესაბამის სამსახურს.

ოზურგეთის ცხოველთა პოპულაციის ცენტრმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ პიტბული ახლა მათთან, თავშესაფარშია დაკვირვების ქვეშ.

ცენტრის ცნობით, ძაღლი ეზოში აიყვანეს, თუმცა, ოჯახის განცხადებით, ის უპატრონოა.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა!

ოზურგეთში სოფელ მერიაში პიტბულის მიერ დაკბენილ იქნა ორი არასრულწლოვანი ?
ერთის მდგომარეობა…

Posted by ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში – Animal Population Center in Ozurgeti on შაბათი, 16 დეკემბერი, 2023

 

„ეს არ გავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილ ძაღლს. სავარაუდოდ, ის ან ახალი გადმოსმულია ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა“, – წერია ცენტრის განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის პიტბულის ფოტოც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g