LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ გადაწყვიტა Apple CarPlay-ზე ყოველწლიური გადასახადი დააწესოს

81

კომპანია BMW მომავალი წლიდან გეგმავს სისტემა CarPlay, რომელიც Apple-ის სმარტფონებს ავტომობილების მულტიმედიურ სისტემასთან ინტეგრირებას ახდენს, გამოსაწერ სერვისად აქციოს. ინფორმაციას The Verge მარკის ტექნოლოგიური პროდუქტების მენეჯერის, დონ სმიტის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს.

ამჟამად Apple CarPlay ოფციის სახით არის წარმოდგენილი, რომლისთვისაც დამატებით 300 დოლარის გადახდაა საჭირო. ის მხოლოდ ჩამონტაჟებული სანავიგაციო სისტემის მქონე ავტომობილებისთვის არის ხელმისაწვდომი.

2019 წლიდან კი სისტემის მფლობელები წელიწადში 80 დოლარს გადაიხდიან. სმიტის განცხადებით, ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს Ios-დან უფრო თავისუფლად გადავიდნენ Andoroid მოწყობილობებზე.

ასევე, მომავალში, მარკის განახლებულ ავტომობილებზე ხმოვანი დამხმარეები Google Assistant და Amazon Alexa გაჩნდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები