LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა სააკაშვილზე: „ჯიგარი ჯანზეა, მადლობა „ვივამედს!“

159
BeFunky-collage

„მიხარია, რომ ჯანზეა, „სუპერ პაკზე“ ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს – გაერთიანდით, შემოდით ბიჭებო სუპერ პაკში, ბელადის დაკვეთაა!“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას დღევანდელ პროცესზე.

„შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს“ – აქცია სააკაშვილის პროცესის პარალელურად

ზარქუას თქმით, სააკაშვილის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ „ჯიგარი ჯანზეა“.

„მადლობა „ვივამედს“! – გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს და ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკს უმუშავებს.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში საქართველო EU-ს სრულუფლებიანი წევრი იქნება - ამას გეუბნებით მე, მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა“ – სააკაშვილი

„ახლა ერთიანობის დროა, ყველანაირი წყენა წარსულში, გვერდზე უნდა გადავდოთ, იმიტომ, რომ საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება“.

მივესალმები – მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ. ქართულ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება ხელმოცარულებსა და “ქართულ ოცნებას” შორის, სიბნელესა და განვითარებას შორის, ქაოსსა და მშვიდობას შორის, ლუზერებსა და გამარჯვების პლატფორმას შორის.

ორ ბანაკად დაყოფა უპირველეს ყოვლისა ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია, სადაც იქნება „ქართული ოცნება“, ხოლო იქეთ – გაერთიანება „სუპერ პაკში“!

გაერთიანდით „სუპერ პაკში“, ბელადის დაკვეთაა!

გაერთიანდით, შემოდით ბიჭებო „სუპერ პაკში“: ჭიჭე! ხაბე! დანარჩენები ჩახდილებს რომ ვეძახი – ხოშტარია და გიჟი ჯაფარა! მიაწექით „სუპერ პაკს!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g