LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში საქართველო EU-ს სრულუფლებიანი წევრი იქნება – ამას გეუბნებით მე, მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა“ – სააკაშვილი

161
მიშა სააკაშვილი

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება და მე არასდროს, არაფერში მომიტყუებიხართ, იმედი არ გამიცრუებია“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთობის კომიტეტის შექმნის ინიციატივით მიმართა.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, სადაც დღეს, ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ერთვებოდა, სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ მათ შორის, მან გააკეთა ის, რომ სიცოცხლე გაწირა, რადგან, უზომოდ უყვარს საქართველო და მისი ხალხი.

„როგორც დაგპირდით, ჩამოვედი და ამ მოგზაურობის დროს, იყო ფიზიკური მოსპობის საფრთხეც, მაგრამ მაინც ჩამოვედი და ეს ჩემი დაპირება იყო.

„შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს“ – სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია იმართება

„უამრავი რეზოლუციაა მიღებული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება”

ახლა ჩემი დაპირებაა, რომ ამ არჩევნებზე ერთად გავიმარჯვებთ, ძალიან ფართო კოალიციით, ერთიანი ფრონტით და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროკავშირში. ჩვენ აუცილებლად მივცემთ საუკეთესო განათლებას შვილებს საქართველოში.

ჩვენ შევქმნით პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს და ჩამოვიყვანთ ისეთ ხალხსაც, რომლებიც არასდროს ყოფილან პოლიტიკაში.

ახლა ერთიანობის დროა, ყველანაირი წყენა წარსულში, გვერდზე უნდა გადავდოთ, იმიტომ, რომ საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. ამას გეუბნებით მე, მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები