ბათუმში 30 წლის არჩილ პაქსაძეს ეძებენ. როგორც „ფორტუნას“ ახალგაზრდა მამაკაცის ნათესავმა განუცხადა, არჩილ პაქსაძე სახლიდან გუშინ, საღამოს 8 საათზე გავიდა, მოგვიანებით, დედას დაურეკა და გამოემშვიდობა.
„ამის შემდეგ ტელეფონი გათიშა და მის შესახებ არანაირი ინფორმაცია აღარ გვაქვს. პოლიციას მაშინვე ვაცნობეთ. კონფლიქტური პიროვნება არ არის, არც არანაირი წინაპირობა ჰქონია“, – უთხრა „ფორტუნას“ არჩილ პაქსაძის ბიძაშვილმა.
არჩილ პაქსაძის ახლობლები განცხადებას ავრცელებენ სოციალურ ქსელშიც:
„მოგესალმებით მეგობრებო! გთხოვთ გადააზიარეთ ყველამ. გაუჩინარდა ახალგაზრდა მამაკაცი, 30 წლის არჩილ პაქსაძე (რამაზის სახელით იცნობს მას ყველა).
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა საღამოს საათებში – 25/12/2023. მან თავის დედას დაურეკა და თითქოს გამომშვიდობება გააკეთა.
ის ქალაქ ბათუმში ხელვაჩაურის რაიონში ცხოვრობს. მას აცვია შავი ქუდიანი მოსასხამი, ჯინსის შარვალი, სიმაღლეში დაახლოებით 1.74 არის. ამჟამად ყველა მისი ნათესავი, მეგობრები და მთელი ქალაქ ბათუმის საპატრულო პოლიცია ეძებს.
გთხოვთ, გაგვაგებინეთ, თუ ფოტოზე აღნიშნულ მამაკაცს შენიშნავთ სადმე, ჩვენთვის მცირე ინფორმაციაც კი მინშიშვნელოვანია.
დაგვირეკეთ აღნიშნულ ნომერზე: 558 24 04 04“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
?მოგესალმებით მეგობრებო! გთხოვთ გადააზიარეთ ყველამ .
გაუჩინარდა ახალგაზრდა მამაკაცი 30წლის
არჩილ პაქსაძე(რამაზის…Posted by Batumi Georgia on ორშაბათი, 25 დეკემბერი, 2023
