LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვარამიასთან გარკვეული ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს“ – მელიას გუნდი ამბობს, რომ ახალი პარტიის ყრილობა თებერვალში გაიმართება

215
გვარამია და მელია

„გვაქვს სხვადასხვა ადამიანთან, ნაკლებად პარტიებთან საუბარი. გვარამიასთან გარკვეული ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერია.

გოგოლაძის თქმით, ნიკა მელია პარტიას თებერვალში დააფუძნებს და შესაბამისად, ყრილობაც ამ დროისთვის გაიმართება.

ხუხაშვილი: „ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს, „ლელოს“ კი უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი – ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს შეუძლია ერთმანეთი შეავსოს“

ამის შესახებ გოგოლაძემ „ტვ პირველთან“ ისაუბრა და თქვა, რომ მელიას გარკვეულ პირებთან მოლაპარაკებები უკვე აქვს, მათ შორის კონსულტაციები მიმდინარეობს „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან და მედიამენეჯერთან, ნიკა გვარამიასთან.

„საზოგადოების წინაშე, როგორც ახალი პარტია, ახალი ხედვებით დაახლოებით, თებერვლის შუა რიცხვებისთვის წარვდგებით.

ნებისმიერი ადამიანი, ვისთვისაც მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ჩემს მიერ იქნება განხილული პოტენციურ პოსტ საარჩევნო პარტნიორად - ნიკა მელია

„იმედი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს ჩვენ ყველა ერთად, ქვეყანა, სახელმწიფო მივიღებთ და ამით მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ გადავდგამთ ევროპული ოჯახისკენ

პარტიული სახე, ეს გაერთიანება უკვე ქმნის მიზიდულობის ცენტრს, როგორც არსებული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობენ.

ჩვენ სხვადასხვა ადამიანთან, ნაკლებად პარტიებთან, გვაქვს საუბარი. გვარამიასთან მიმდინარეობს გარკვეული ტიპის კონსულტაციები.

რაც შეეხება საპარლამენტო თანამშრომლობას, პარლამენტს შიგნით კოალიციის ფორმირების მიზნით, ბუნებრივია, ყველა პროდასავლურად განწყობილი პარტია იგულისხმება“. – განაცხადა ანა გოგოლაძემ.

„ჩვენს ახალ პარტიას ექნება ამბიცია, იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას“ – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g