LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კითხვები კიდევ გვაქვს, თუმცა ხანდახან რაღაცები მთავრდება, რომ უფრო ლამაზად გაგრძელდეს.. ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა – ადამიანებს მოძრაობის, სიყვარულში გამოტყდომის, ბოდიშის მოხდის სურვილი გასჩენოდათ“ – „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ განცხადებას ავრცელებს 

354
Untitled design (15)

გვერდი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ – სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ასე დასრულდა ჩვენი თავგადასავალი პირველ არხზე.

როცა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს“ ვიწყებდით, ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა: ინტერვიუს დასრულების შემდეგ ადამიანებს რაიმეს შეცვლის სურვილი გასჩენოდათ. მოძრაობის, ქმედების, სიყვარულში გამოტყდომის, ბოდიშის მოხდის… მიზნად დავისახეთ, რომ თითოეულ ეპიზოდს მაყურებლისთვის ფიქრის საბაბი მიეცა.

ბევრჯერ ეს მოვახერხეთ, ზოგჯერ ვერ გამოგვივიდა.

ცდით კი, ყველა შემთხვევაში ვცადეთ.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ძვირფას დროს გვითმობდით, გვიყურებდით და გვგულშემატკივრობდით.

მადლობა ყველა რესპონდენტს, ვინც ჩვენთან ერთად შექმნა „სიმსუბუქე.“

მადლობა გუნდს, ვინც ჩვენთან ერთად აკეთებდა ამ საქმეს.

ხანდახან რაღაცები მთავრდება მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ლამაზად გაგრძელდეს.

ჩვენ კითხვები კიდევ გვაქვს.

დაგველოდეთ.

რა იცით, რა ხდება…

ასე დასრულდა ჩვენი თავგადასავალი პირველ არხზე.
როცა “გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს“ ვიწყებდით, ზუსტად ვიცოდით რა…

Posted by გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე • 1tv.ge on პარასკევი, 29 დეკემბერი, 2023

 

მანამდე კი დამდეგ ახალ წელს გილოცავთ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო: „ოდნავ კომიკური სიტუაციაა, რადგან გადაცემა, რომელსაც თქვენ აჯილდოებთ, ერთი კვირის წინ დაიხურა“ – წლის წარმატებული ტელეპროექტის ჯილდო „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს“ გადაეცა

„პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ“ – მომავალი წლიდან „პირველ არხზე“ გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g