საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საახალწლო ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ულოცავს 2023 წლის მთავარ მიღწევას, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
რობინ დანიგანმა აშშ-ს საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, ყველა ქართველს ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები უსურვა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
„საელჩოში მყოფი ამერიკელები ძალიან იღბლიანები ვართ, ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად შესანიშნავ და თბილ ხალხს. დგება ახალი წელი და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთობლივად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ცხადია, ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვრჩებით განვაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს“, – განაცხადა ელჩმა.
გილოცავთ ახალ წელს! | Happy New Year!
გილოცავთ ახალ წელს! ✨
Happy New Year! ✨Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Thursday, December 28, 2023