LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიკო ჩოხარაძე ჭორების შესახებ: „ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ფული მაქვს და გავლენიანი ადამიანები ბინებსა და აგარაკებს მჩუქნიან. ასევე, ტელევიზიებში წილებს ვფლობ. მათ ენას შაქარი!“

486
ამიკო ჩოხარაძე

ამიკო ჩოხარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ჭორები სტკენს მას გულს.

რა მოისმინე ბოლოს საკუთარ თავზე კარგი და ცუდიც, რამაც ცოტა გული გატკინა?

სასიამოვნო ჭორები ბევრი მომისმენია. მაგალითად, ის, რომ ძალიან ბევრი ფული მაქვს და გავლენიანი ადამიანები ბინებსა და აგარაკებს მჩუქნიან. ასევე, ტელევიზიებში წილებს ვფლობ. მათ ენას შაქარი! ცუდ ჭორებშიც ისევ ბიზნესზეა საუბარი (იცინის). მაგრამ ცოტა მიუღებელ ბიზნესზე. როგორც ამბობენ, სტრიპტიზკლუბების მფლობელი ვარ, პროსტიტუციას ვმართავ, ტურისტების ფულებს ვაზივარ ზემოდან და მსგავსები (იცინის). ასეთ რამეებზე, რა თქმა უნდა, მეცინება. არასასიამოვნოა, ძალიან ცუდი ჭორებია, მაგრამ ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბრო?! ერთადერთი ჭორი, რომელიც ძალიან არ მომწონს და მინდა, იმის დამჭერის თუ მომგონის მიმართ სულ სხვანაირად სასტიკი ვიყო, ისაა, რომ წერენ, ესა თუ ის ცნობილი სახე და მათ შორის მეც, თურმე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიაში გარდაიცვალა. ეს ძალიან ბოროტი „ხუმრობაა“. ცნობილ ადამიანებსაც გვყავს ოჯახები, ახლობლები და მათთვის მსგავსი ინფორმაცია შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g