LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა, ამ ძაღლს დავარქვათ ანჯელო ჯორჯია და დავუდგათ მასაც ძეგლი“ – მიშა კაჭკაჭიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში სასტიკად მოკლულ ძაღლზე

245
ფორტუნა (6)

„იტალიაში 7 წლის წინ სამმა ბიჭმა თეთრი ძაღლი ჩამოახრჩო, რომელიც ჩამოხრჩობის მომენტშიც კი კუდს უქიცინებდა მათ. ბუნებრივია ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯეს. ძაღლს იტალიელებმა დაარქვეს ანჯელო-ანგელოზი და მას ძეგლიც დაუდგეს. დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთა დამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა, ამ ძაღლს დავარქვათ ანჯელო ჯორჯია და დავუდგათ მასაც ძეგლი” – ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დამცველი მიშა კაჭკაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ძაღლზე საუბრობს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში პატრონის მიერ სასტიკად იქნა მოკლული.

ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g