LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შვედეთი საქართველოსთვის 5 მილიონ შვედურ კრონას გამოყოფს

142
შვედეთი

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე.

განცხადების თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილი  5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 490 ათასი აშშ დოლარი) ისეთ სფეროებში არსებულ პროექტებს მოხმარდება, როგორებიცაა – კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და საკომუნიკაციო არხების უსაფრთხოება.

შვედეთის მთავრობა ცალკე სახსრებს გამოყოფს უკრაინისთვის (50 მილიონი შვედური კრონა) და მოლდოვისთვის (5 მილიონი შვედური კრონა). უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა ისეთ პროექტებს მოხმარდება, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ დაფინანსების ნაკლებობას განიცდის, მაგალითად, თავდაცვითი აღჭურვილობის, საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის მხრივ. მოლდოვისთვის გამოყოფილი სახსრები უნდა მოხმარდეს აღჭურვილობის შეძენას, წვრთნას და რეფორმების მხარდაჭერას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები