ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სასიხარულო ამბავზე „მთავარ არხთან“ ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პიარ მენეჯერი მელიტა თაგაური საუბრობს.
„ანასტასიაც და ლუკაც საკმაოდ ახალგაზრდა სპორტსმენები არიან. ამ სეზონში მათ წარმოუდგენელი რაღაც შეძლეს..
ამ ზაფხულს შეიკრა ეს წყვილი, განსაკუთრებით რთულია ამ სპორტში შეეწყო პარტნიორს.. ძალიან ვამაყობთ,“ – ამბობს მელიტა.