LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში 24 წლის ბიჭი დაჭრეს: „სისხლის დანაკარგი დიდი იყო, ექიმები ორი დღე იბრძოდნენ და გადარჩა“

251
ing (4)

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 24 წლის ახალგაზრდა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მრავლობითი ჭრილობებით ორი დღის წინ შეიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.

დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ფორტუნას“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის კლინიკის დირექტორი, გიორგი შათირიშვილი ესაუბრა:

„მამაკაცი კლინიკაში მრავლობითი ჭრილობებით შემოიყვანეს, მათ შორის ჭრილობები აღენიშნებოდა მუცლის ღრუს, ზედა და ქვედა კიდურების არეში. დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, ჩატარდა სასწრაფო ოპერაცია, ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, ექიმები ორი დღე იბრძოდნენ, რათა გადაერჩინათ.

გადარჩა და ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია. აპარატიდან მოხსნილია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საშიშროება აღარ ემუქრება“, — განუცხადა გიორგი შათირიშვილმა „ფორტუნას“.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, რაც მოგვიანებით ქუჩაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g