კომპანია Bugatti-მ ბოლო Chiron გამოუშვა. საბაზისო კუპე, 1500 ძალის სიმძლავრის აგრეგატით, მყიდველს 3 მილიონი დოლარი დაუჯდა. მანქანა სინამდვილეში სხვა მოდელებისგან არაფრითაა განსხვავებული, გარდა იმისა, რომ „ფინალურის“ სტატუსი აქვს. ამასთან, ძრავა W16-ის ისტორიაში ის წერტილს არ დასვამს და სარბოლო Bolide ჯერ კიდევ წინაა.
მწარმოებელმა მოდელის კადრები თავადვე გაავრცელა და ფოტოში ასახულმა ჰიპერქარმა საკმაოდ მარტივი შეფერილობა მიიღო. ჰიპერქარი კანადური ფირმა Inclusive Energy-ის დამაარსებლისა და პრეზიდენტისთვისაა აგებული და კუპეში მან 3 მილიონი დოლარი გადაიხადა.
Chiron-ს პირველი „ასეულის“ განვითარება 2,5 წამში შეუძლია, 300 კილომეტრამდე კი ავტომობილი 13,6 წამში ხურდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე საათში 420 კილომეტრს შეადგენს.