LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების ასეულში საქართველო 26-ე ადგილზეა

179
11

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas-მა 2023 წლის განმავლობაში შედგენილი საუკეთესო კერძებისა და საუკეთესო საკვები პროდუქტების რეიტინგების მიხედვით მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

ასეულში პირველი ადგილი წილად ხვდა იტალიას, პირველ ათეულში კი მოხვდნენ: იაპონია, საბერძნეთი, პორტუგალია, ჩინეთი, ინდონეზია, მექსიკა, საფრანგეთი, ესპანეთი და პერუ.

აღნიშნულ რეიტინგში ქართულმა სამზარეულომ 26-ე ადგილი დაიკავა. როგორც ანოტაციაში ვკითხულობთ, TasteAtlas-ის მომხმარებლებმა 2023 წელს გამორჩეულ ქართულ კერძებად აჭარული ხაჭაპური, ხინკალი და ლობიო, საუკეთესო საკვებ პროდუქტებად კი სულგუნი, ტენილი ყველი და ხმელი სუნელი დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g