LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

delicious. Australia – „აჭარული ხაჭაპური – მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საჩუქარი საქართველოსგან“

146
აჭარული ხაჭაპური

ვებგვერდი delicious. Australia საუზმისთვის კვერცხით მოსამზადებელი კერძების სიას აქვეყნებს. ექსპერიმენტულ რეცეპტებს შორის აჭარული ხაჭაპურის ვარიაციაცაა დასახელებული, რომელსაც მკითხველს კულინარიის შესახებ ავსტრალიაში პოპულარული წიგნების ავტორი ელის ზასლავსკი ურჩევს.

ელის ზასლავსკი თბილისში, ებრაელების ოჯახში დაბადებული და წლების შემდეგ ავსტრალიაში ემიგრირებული სკოლის მასწავლებელია. იგი ამჟამად მელბურნში ცხოვრობს და მისი ტელე-რადიო გადაცემები, თუ სტატიები მსოფლიო კულინარიისა და კულინარიის ვარსკვლავების შესახებ მზადდება.

ელის ზასლავსკი შესანიშნავად იცნობს ქართულ სამზარეულოს და მისი პოპულარიზაციისთვის ყველა პლატფორმის გამოყენებას ცდილობს. ცდილობს, საკუთარ ფართო აუდიტორიას ახალ-ახალი რეცეპტები ქართული კერძების ელემენტების გამოყენებით შესთავაზოს.

ვებგვერდისთვის delicious. Australia, რომელიც კვებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სტატიებს უყრის თავს, ელის ზასლავსკი წერს:

„შეუძლებელია, კულინარიის შესახებ წიგნი აჭარული ხაჭაპურის რეცეპტის გარეშე გამოსცე – ის მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საჩუქარია საქართველოსგან. ამ პატარა ქვეყანაში ამ ყველიანი პურის 20-ზე მეტი ნაირსახეობა არსებობს. ნავის ფორმის ცომის მასა მასში სხვადასხვა ინგრედიენტების მოთავსების საშუალებას გაძლევთ, იქნება ეს ყველი, ფხალეული, ნიორი და სხვა. და რა თქმა უნდა, კვერცხი, რომელიც კერძს განსაკუთრებულ ვიზუალურ ხიბლს სძენს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები