LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარული ხაჭაპური შესაძლოა, Street food-ად იქცეს: „ადამიანებს ძალიან მოსწონთ ქუჩაში მსგავსი პროდუქტის მირთმევა“

330
273151724-1123869298415578-4972202627577726025-n (1)

„გვინდა გავაკეთოთ “ჩიზზზის” კაფეები, რომელიც მომხმარებლებს ცხელ აჭარულ ხაჭაპურს ადგილზე შესთავაზებს, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა”, – ამის შესახებ კომპანია “ჩიზზზი – არაჩვეულებრივი აჭარული”-ს დამფუძნებელი ნათია ჯგუბურია აცხადებს. ის ამბობს, რომ მისი კომპანიის მთავარი მიზანია ქართული კერძების Street food-ად ქცევა.

“ჯერ თბილისში და შემდეგ უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გვინდა პატარა ფილიალების გახსნა,“ – აღნიშნავს ნათია ჯგუბურია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას და ამბობს, რომ უკვე მზად არის ე.წ “ფუდ თრაქი”, რომელიც რამდენიმე თვეში, თბილისში, რომელიმე ტურისტულ ადგილას განთავსდება.

“ფესტივალებზე მიღებულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს ძალიან მოსწონთ ქუჩაში მსგავსი პროდუქტის მირთმევა,” – ამბობს “ჩიზზზის” დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები