LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელებმა სამსახურში ველოსიპედით სიარულს მოუხშირეს

138
c186720d-5198495nn-1024x666

ყოველი 10 ბელგიელიდან 4 სამსახურის გზის ნაწილს მაინც ველოსიპედით გადის. ეს კი მსგავსი დაკვირვებების წარმოებიდან(2017 წლიდან) დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიახლის შესახებ The Brussels Times წერს.

კომპანია Acerta-ს ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ველოსიპედი დასაქმებულ ბელგიელთა 39%-ისთვის წამყვან ტრანსპორტად იქცა. თუმცა, მათი ნაწილი ეკოლოგიური ტრანსპორტით მხოლოდ გზის ნაწილს გადის. 22% ველოსიპედს ავტომობილთან ათავსებს, 2% კი საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც მოიხმარს.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ველოსიპედის მიმზიდველობის ზრდა გარკვეულწილად იმ შეღავათებს უკავშირდება, რომელსაც ხელისუფლება ძალიან ხშირად აწესებს ხოლმე. მაგალითად, 2023 წლის 1-ელი მაისიდან დასაქმებული ბელგიელები ველოსიპედით გავლილი ყოველი კილომეტრისთვის ხელფასზე დანამატს იღებენ. ეს თანხა კი დღეში 10,8 ევრო შეიძლება იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები