LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 მარტივი რჩევა, იყოთ კარგი მეუღლე

16

იყოთ კარგი მეუღლე, სულაც არ მოითხოვს რაიმე არაამქვეყნიურ დავალებებსა და ქმედებებს. არც ის არაა აუცილებელი ყოველ დღე ჩუქნიდეთ ყვავილებს, ან რაიმე ძვირადღირებულ ნივთებს. კარგი მეუღლეობა, მით უმეტეს არ ნიშნავს იმას, რომ მისცე შენს მეორე ნახევარს შენი სახელფასო ბარათი, რომელსაც ის 2 საათში გაანულებს. საქმე სულ მცირე დეტალებშია, რომლებსაც შეიძლება აქამდე ვერც კი ამჩნევდით. ასე რომ, ვნახოთ რა რჩევებს მოგვცემენ სხვა „კარგი“ ქმრები:

 

შენიშნეთ, როდესაც მას დეპრესია აქვს

 

იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონები, დახმარების სათხოვნელად ხშირად არ მორბიან ჩვენთან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც არაფერი არ უნდა ვკითხოთ მას. თუკი ის ჩვენს კითხვებს მოკლედ და სწრაფად პასუხობს, მძიმედ სუნთქავს და სულ ოდნავ არაადეკვატურად იქცევა. ეს ნიშნავს იმას, რომ მას დეპრესია აქვს. რაც ნიშნავს იმას, რომ დადგა თქვენი მოქმედების დრო. თქვენი დახმარება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სახლის საქმეებში დახმარებით, ეცადეთ მას ასიამოვნოთ, კითხოთ როგორ ჩაიარა დღემ, მოუმზადეთ საყვარელი დესერტი, ან უბრალოდ ეცადეთ მშვიდად ისაუბროთ ისე, რომ მან უფრო მეტი ისაუბროს, ვიდრე თქვენ.

 

გადააქციეთ მისი სიამოვნება ჩვეულებად

 

შეიძლება თქვენი მეუღლე თქვენგან ბევრს არაფერს მოითხოვს, მაგრამ მას ყოველთვის ესიამოვნება ერთი ჭიკა ყავა დილით, რომელიც თქვენი ხელით იქნება მომზადებული. ან ჭიქა ღვინო საღამოს, მშვიდ და მყუდრო გარემოში თქვენთან ერთად. ეცადეთ ყოველთვის გაითვალისწინოთ ის თუ რა სიამოვნებს თქვენს მეუღლეს და ეცადეთ, რომ ყოველ დღე გააკეთოთ ის, რაც მას სიამოვნებს, თანაც ასეთ საქციელს ყოველდღიური თუ არა, პერმანენტული სახე მიეცით. ასეთი მიდგომა, ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

 

შეუმსუბუქე ცხოვრება

 

თუ თქვენს მეუღლეს რამე უჭირს, პირველი თქვენ უნდა იყოთ ვინც ამას შეამჩნევს და გვერდით დაუდგება. შეიძლება მას ტელეფონი გაუფუჭდა, ან ბავშვებმა სახლი ყირაზე დააყენეს, ხოლო ის ძალიან გადაღლილია, ან უბრალოდ ნერვებს უშლის, რომ ფანჯარა ღიაა. ეცადე ასეთ სიტუაციებში მას გაუგო და დაეხმარო. ასეთ შემთხვევებში შენ მისი გმირი იქნები.

 

გაუკეთე სიურპრიზები, რომელიც მას მოსწონს

 

თუკი თქვენი მეუღლე მოწყენილია და არაფერი არ ამხიარულებს, ეცადეთ გაუკეთოთ სიურპრიზი. აჩუქეთ თეატრის ბილეთები, დაპატიჟეთ რომელიმე პრემიერაზე, ან უბრალოდ გაისეირნეთ. თქვენ მისი მეორე ნახევარი ხართ და აუცილებელია იცოდეთ მას რა მოსწონს ან რა უყვარს. შესაბამისად მაშინ, როდესაც თქვენი მეუღლე დეპრესიაშია, ეცადეთ გაუკეთოთ ისეთი სიურპრიზები, რომელიც მას ძალიან მოსწონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები