ვალერი მელაძის მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე და ვალერი მელაძეების მამა მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.
აღმოჩნდა, რომ 90 წლის შოთა მელაძის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა, ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვალერი და კონსტანტინე მელაძეები სოციალურ ქსელში უამრავ სამძიმარს იღებენ.
„ღირსეული ადამიანი იყო“,
„ღმერთმა ნათელში ამყოფოს“. – წერენ სოციალურ ქსელში.