LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ცირკი არ არის

17

ბუნდესლიგის მესამე ტურში “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “ლევერკუზენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, დუგლას კოშტამ არაერთი ფინტი გააკეთა. თუმცა ერთი საკმაოდ თავხედურად გამოუვიდა. სწორედ ამ ფინტზე გააკეთა რობენმა კომენტარი.

“რა თქმა უნდა, დუგლას კოშტა ძალიან ტექნიკურია და მას ტექნიკურად თამაში უყვარს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ის უფრო ყურადღებით უნდა იყოს. ფინტი ლამაზია, თუმცა ეს ცირკი არ არის”, – ციტირებს რობენის სიტყვებს Goal.com.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები