LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიმტის ნახატის შეძენა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია

156
3_NFT_presentation_photo_Ouriel Morgensztern_Belvedere_Vienna_0

ავსტრიაში ბელვედერის გალერეამ გასაყიდად გამოიტანა გუსტავ კლიმტის „კოცნა“, ოღონდ NFT ნახატი. ფასი – 1170 ევროა.

ნახატს 10 ათას ციფრულ ნაწილად დაყოფენ. ყველა მყიდველს შემთხვევითობის პრინციპით, მისი რომელიმე ნაწილი შეხვდება.

ამასთან, თითოეულ ნაწილს მხოლოდ ერთხელ გაყიდიან. ასე რომ NFT-ის მფლობელი უნიკალურ ეგზემპლარს მიიღებს.

ასეთი ნახატის შექმნა ბლოკჩეინის ტექნოლოგიით შეძლეს. ეს ტექნოლოგია მეპატრონეს უზრუნველყოფს ციფრული სერტიფიკატით, რომელიც ხელოვნების ნიმუშის უნიკალურობას ამტკიცებს და ასლის შექმნაც აკრძალულია.

ამასობაში, იტალიაში უფიცის მუზეუმმა ბოტიჩელის, ტიციანის და კარავაჯოს ციფრული რეპროდუქციების გაყიდვა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები