LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მახარაძე: „ბექა ვარდოსანიძეს „მეილი ჩაუდეს“ და ახლა სუს-ში ზის.. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“

255
ing (1)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ალტ-ინფოს“ წევრები მივიდნენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ბექა ვარდოსანიძეს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით იკითხება.

ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის ბინის და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა – სუსი

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა მახარაძის განცხადებით, ბექა ვარდოსანიძეს „მეილი ჩაუდეს“.

„იმდენად დისკომფორტული გახდა კონსერვატიულ ფლანგზე ვარდოსანიძე, რომ „მეილი ჩაუდეს“ და ახლა ზის აქ.

მეილის გამო რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. ველოდებით, სიტუაციაში უნდა გავერკვიოთ. განცხადებაა, რომ მოწმის სტატუსით იკითხება. ასე, ყველა მოწმის სტატუსით იკითხება. ეს ხელისუფლება სანამდე „გაუბერავს“, ამის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, ეს პრაქტიკაში გაირკვევა. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა მახარაძემ.

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

უწყების ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g