საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სააქციო საზოგადოებას „მარანი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ქარსაცავი ზოლების მოწყობის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სიკეთეების პოპულარიზაციის მიზნებისთვის ითანამშრომლებენ და მას ლობირებას გაუწევენ როგორც სამთავრობო, ისე დონორულ და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან.
ფერმერთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის „მარანი“ შესყიდული ქარსაცავი ხეებისა და ქარსაცავი ზოლის პროექტირებასთან დაკავშირებულ ექსპერტულ კონსულტაციასაც უზრუნველყოფს.
სააქციო საზოგადოება „მარანი“ მსხვილ დანიურ ინვესტიციას წარმოადგენს, რომელმაც რეგიონში პირველი ჰიბრიდული ჯიშის ალვის ხეების პლანტაციების პროექტი განახორციელა.