LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი – მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისკენ

134
ლაშა

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, სიღარიბის შემცირებისა და ქვეყნის რეგიონულ, ლოგისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბებისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g