ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა და გადაცემა „დღის პოსტის” სტუმარი იყო.
როგორც ალექსანდრე იხსენებს, საქართველოში ცხოვრების პერიოდში აქტიურად ადევნებდა თვალს ვოკალის სპეციალისტის შერილ პორტერის ვიდეოებს და მასთან გაკვეთილზე ოცნებობდა.
„როდესაც ამერიკაში ჩავედი შერილი იქ იყო. დავუკავშირდი და ვუთხარი რომ მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. თვითონ მომწერა, რომ ბევრი ადამიანი უგზავნიდა ჩემს ვიდეოებს და უკვე მიცნობდა. შევხვდით და დავმეგობრდით.
ერთ-ერთ დღეს ის დაპატიჟებული იყო „ამერიკის ვარსკვლავის” დახურულ ღონისძიებაზე და როდესაც ჩემს შესახებ გაიგეს, მეც წავედი. ყველას უყვებოდა, რომ მე „ვოისის” გამარჯვებული ვარ, მათ შორის ლაიონელ რიჩს, ქეითი პერის და სხვებს.
იმდენად ემოციურად საუბრობდა ჩემზე, თითქოს ვარსკვლავები ისინი კი არა მე უფრო ვიყავი”, – საუბრობს ალექსანდრე.