ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს და საკუთარ სასიმღერო კარიერას იქ იწყობს, ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება:
„ცოტა ხნის წინ დავასრულე ტური, რომელსაც ჰქვია „ბიჭი ოცნებით“. კონცერტები ჩავატარეთ ამერიკის სხვადასხვა შტატში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიაში და ა.შ. რაც მქონდა ამ ასაკში, ყველა ოცნება ავისრულე, მაგრამ ახლა სხვა ოცნებები მაქვს, მაგალითად, ალბომის გამოშვება, სწორ ადამიანებამდე ხმის მიწვდენა, რომლებიც სწორად გაიგებენ და სიახლოვეს იგრძნობენ ჩემს სიმღერებთან“.
როგორც მომღერალი ამბობს, აშშ-ში მამასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი საქართველოში დარჩა:
„დედაჩემისთვის ძალიან რთულია ეს ყველაფერი. სულ სხვა ჩამოვედი და ახლა უკვე გაზრდილი ვარ… როცა წყდებოდა, დავრჩენილიყავით თუ არა, თვითონ მითხრა, დედა, მოდი, ცოტა მოვითმინოთ და დარჩო… ახლა სულ ვეუბნები, შენი ბრალია, შენი გადაწყვეტილების გამო დავრჩი და ახლა შენ უნდა მოითმინო-მეთქი. იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩამოვალ საქართველოში და ჩავიხუტებ ჩემს საყვარელ ადამიანებს და დედაჩემს განსაკუთრებით…“