LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნანატრი და ორმაგი უდიდესი სიხარული“ – ბათუმში დაბადებულმა დღენაკლულმა ტყუპებმა ყველა პრობლემა დაძლიეს

212
Untitled design (1)

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სოციალური ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, ტყუპებმა, რომლებიც აღნიშნულ ჰოსპიტალში დღენაკლულები დაიბადნენ, ყველა პრობლემა დაძლიეს:

„თამარი, დემეტრე. ნანატრი და ორმაგი უდიდესი სიხარული ჭყონიების ოჯახში.

უსაყვარლესმა ტყუპებმა, რომლებიც დღენაკლი მოევლინენ ქვეყანას, ყველა პრობლემა დაძლიეს.

ვულოცავთ ბედნიერ მშობლებს და პატარებს ბედნიერ და ლაღ მომავალს ვუსურვებთ“, – წერია ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g