LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი ქართველ მომღერლებს აკრიტიკებს – „არააქტუალურები ხართ!..“

14

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სამთავრობო კონცერტების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველმა მომღერლებმა უნდა ინერვიულონ არა იმაზე, რომ დაბლოკილები არიან და კონცერტებზე არ ეძახიან, არამედ სიახლის შექმნაზე, რომელიც ცოტა ფულს მაინც დაწერს.

„ყოველ წელს შეიძლება იყოს ჩხუბი და სკანდალები თემაზე: ვინ იმღერებს ახალი წლის კონცერტზე?!

მომღერლების ერთი ნაწილი სად ჩარჩა? რომელ ეპოქაში? სადაც „გალუბოი აგანიოკს“ მაღალი რეიტინგი აქვს? რატომ არ გკიდიათ, იმღერებთ თუ არა სახელისუფლებო კონცერტზე?! შექმენით რამე ახალი. ჩაატარეთ სოლოკონცერტები და არ მითხრათ ახლა, ფული არააო. რაც კარგია, რაც ახალია, თავად წერს ფულს. შეიძლება ცოტას, მაგრამ წერს.

აღარ დამთავრდა დაბლოკილების თემა. იქნებ, გეფიქრათ იმაზე, რომ დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ. დრო დროზე ჩქარა რომ მირბოდა, ის ამბავია და ვინც დროს ჩამორჩა, ის ყველაზე მეტს ყვირის. ვაახ“. – წერს ტელეწამყვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები