LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთხოვა, მისი მილოცვა საჯარო გამეხადა, კახა კალაძის მხარდაჭერა, საბედნიეროდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა ტაისთვის“ – როგორ ულოცავს დაბადების დღეს თბილისის მერს ბიჭი, რომელსაც გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს

897
Untitled design (1)

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

„ძალიან რთულია 1 ვიდეოში ჩაატიოს ადამიანმა ის, რაც ცხოვრების განმავლობაში გიკეთებია“ – როგორ ულოცავენ კახა კალაძეს დაბადების დღეს

კახი კალაძისადმი ერთ-ერთ მისალოც გზავნილს აქვეყნებს თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი. მისი თქმით, წერილის ავტორია ტაი არაბული, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს და რომლის ჯანმრთელობისთვისაც კახა კალაძის მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„სასწრაფოდ უნდა გაიკეთოს გულის გადანერგვა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი მოქალაქეებს 22 წლის ბიჭის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს

„ეს ტაია, ალბათ ბევრს ახსოვს 22 წლის ტაი არაბულის ისტორია, რომელსაც გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. სახელმწიფოსთან ერთად, კახა კალაძის მხარდაჭერა, საბედნიეროდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა ტაისთვის.

დღეს ის ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად გადის მკურნალობას უცხოეთში.

ტაიმ მთხოვა, მისი მილოცვა საჯარო გამეხადა, რადგან სიკეთე გადამდებია და მადლიერების გამოხატვა კი ადამიანური ვალდებულება.

ვუერთდები ტაის მილოცვას, სიკეთეს და წარმატებებს ვუსურვებ კახის, ტაის კი მალე დაბრუნებას სამშობლოში სრულიად გამოჯანმრთელებულს“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g