ჩინეთში შექმნეს ფუმფულა ელექტროქარი, რომელსაც ყურები და რბილი საბურავები აქვს. ბეწვის ქვეშ Wuling Bingo იმალება, ბიუჯეტური ელექტროქარი რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 10 ათასი დოლარია.
რბილი ქსოვილით დაფარულია არამხოლოდ ძარა, არამედ საბურავების დისკებიც, სახურავზე კი მიკი მაუსის ყურებს ნახავთ.
სალონის გაფორმებაც საკმაოდ ფუმფულაა – ყველგან ხელოვნური ბეწვია, სავარძლებზე, კარის პანელებზე და საჭეზე.
მთელი დიზაინი ძალიან პასტელურ ფერებშია შესრულებული – ვარდისფერში, ყვითელსა და ცისფერში.