LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებში მუცლის ტკივილი, ჭიების ბრალია?! – მარიამ ღუღუნიშვილი პარაზიტების დადებით და უარყოფით მხარეებზე

1083
მარიამ ღუღუნიშვილი

არის თუ არა ჭიები იმ ტიპის პრობლემა, რომელიც მუცლის ტკივილის გამომწვევი უხშირესი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ კითხვას  გადაცემაში სტუმრად ექიმთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, „გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის“ პედიატრმა, გასტროენტეროლოგმა, ევროპის პედიატრთა, გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრმა – მარიამ ღუღუნიშვილმა უპასუხა.

„მე ძველი დროის მიდგომებს დიდად ვერ გავკიცხავ, რადგან მაშინ სხვა დაავადებები დიდად ცნობილი არ იყო და ყველაფერი ჭიების ირგვლივ ტრიალებდა.

 ჩვენ შეგვიძლია, უამრავი ჩივილი მივაწეროთ ჭიას და პარაზიტებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა პარაზიტებზე ვსაუბრობთ, ასე კრებითი სახელით საუბარი, სწორი არ იქნება. ყველა პარაზიტს და ჰელმინთს მკურნალობა არ სჭირდება და არ ვმკურნალობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული პარაზიტებიც, რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ მკურნალობა, მაგალითად, ტოქსოკარა, ასკარიდა და ა.შ. შეიძლება, რომ ჟიარდიამ ძალიან ხშირად ფაღარათიც გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის მკურნალობა თვითნებური არ იყოს.

ცნობისთვის, არის თეორიები, რომ პარაზიტები შეიძლება გარკვეულწილად გვიცავდნენ ქრონიკული ანთებითი დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და სხვა განვითარებისგან. შესაბამისად, პრევენციულად და ხელაღებით მკურნალობას ნამდვილად არ მივესალმები“ – განაცხადა მარიამ ღუღუნიშვილმა.

რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი – მარიამ ღუღუნიშვილი ძირითად მიზეზებსა და გამოსავალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g