LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეიდან საქართველოში სატვირთო მატარებელი რამდენიმე დღეში შემოვა

27

კორეიდან ჩინეთის გავლით საქართველოში სატვირთო მატარებელი რამდენიმე დღეში შემოვა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მატარებელს შემოსვლა შტორმის გამო დაგვიანდა.

“ველოდებით მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით შემოვა საქართველოში დღე-დღეზე. შტორმი იყო კასპიის ზღვაზე და ალბათ, ამიტომ დააგვიანდა. კორეიდან წამოსული ტვირთი შემოაქვს და ვფიქრობ, ეს იქნება სწორედ კარგი დასტური იმისა, რომ ეს პროექტი რეალიზებას იწყებს და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი, ტრანზიტული ქვეყანა ამ პროექტსა და ამ ისტორიულ მისიაში” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით კი, ჩინური მხარე კორიდორის მაქსიმალურ გახსნას მიესალმება.

“კორიდორის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში. ჩინეთის მხარე თავის მხრივ მიესალმება კორიდორის მაქსიმალურ გახსნას და ადასტურებს, რომ აღნიშნულ კორიდორს მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კორიდორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ და ეკონომიკური კომისიის ფარგლებში აღინიშნა მისი მნიშვნელობა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები