ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში 91 წლის ოთარ შაინიძეს ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ ოთარ შაინიძის შვილიშვილმა განუცხადა, მამაკაცი სახლიდან 2 მარტს გავიდა და მას შემდეგ, აღარ გამოჩენილა.
„2 მარტს გაუჩინარდა. პოლიცია გვეხმარება, მაშველებიც ეძებენ, ახლაც გასულები არიან. ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია“, – უთხრა „ფორტუნას“ სოფიკო სურმანიძემ.
რაიმე სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 558 417 010, 558 201 017.