LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი: „როგორც შეყვარებული, იდეალური ბიჭი ვარ, უშეცდომო…“

268
მასტერი

31 წლის რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი კარიერაში საკმაოდ წარმატებულია, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჯერჯერობით შეყვარებული არ ჰყავს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ამ მხრივ უშეცდომო ბიჭია. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

კარიერა გასაგებია, მაგრამ პირად ცხოვრებაში რა ხდება?

პირად ცხოვრებაში იგივე დარჩა, არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ, არაფერი საინტერესო არ ხდება. იმედია, ეს სფეროც გამოსწორდება, ჯერ მთელი წელი წინ არის (იცინის).

კარიერაში ისეთი ტემპით მიდიხარ წინ, მგონი, პირადისთვის ვეღარ იცლი…

მე კი ვიცლი პირადისთვის, მაგრამ სიყვარული მოცლაზე არ მოდის. უნდა დაინახო ადამიანი, პეპლები იგრძნო, მანაც – იგივე და აქ იწყება ყველაფერი. მოკლედ, რთული კომბინაციაა. კი მეუბნებიან, მგონი, შენ ართულებო… მაგრამ, არ ვიცი. უამრავი ურთიერთობის მიუხედავად, პეპლები მუცელში სამი-ოთხჯერ დაფრინავდა (იცინის). თავის დროზე ორჯერ მეგონა, რომ ის ერთადერთი ვნახე, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ თურმე, არ ვყოფილვართ ერთმანეთისთვის ის ერთადერთები. ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებ.

ურთიერთობაში მომთხოვნი ხარ, მკაცრი თუ ეჭვიანი, ანუ როგორი ხარ შეყვარებული?

არც მომთხოვნი ვარ, არც მკაცრი და არც ეჭვიანი შეყვარებული, პირიქით, დემოკრატიული ვარ. კონტროლი და ეჭვიანობა არ მიყვარს. ვფიქრობ, როცა ადამიანს აირჩევ და იტყვი, ეს ჩემიაო, მასზე ეჭვიანობა საკუთარი თავის უპატივცემულობაცაა და პარტნიორისაც. რაც არ მომწონს, ვუფიქსირებ ჩემს საყვარელ ადამიანს, სიღრმისეულად ვუხსნი და დეტალურად ვუმარტავ. პატივს ვცემ ადამიანების გადაწყვეტილებებს და თუ მინდა, რაიმე შეცვალოს, ამას არგუმენტირებულად და თბილად ვუდგები და არა – მე როგორც გეტყვი, ისე გააკეთებ! ურთიერთგაგებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ისე, ზოგადად, როგორც ადამიანს, შეიძლება, ძალიან ბევრი მინუსი მქონდეს, მაგრამ როგორც შეყვარებულს – არა. თამამად შემიძლია ვთქვა, ამ მხრივ, იდეალური ვარ. როცა მიყვარს, ვარ ძალიან მზრუნველი, თბილი და ვცდილობ, ხშირად მივანიჭო სიამოვნება და სიხარული, გავაოცო და გავახარო. ასე რომ, როგორც შეყვარებული, იდეალური ბიჭი ვარ (იცინის). თუ დაუკავშირდებით ჩემს ყოფილ შეყვარებულებს, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივეს იტყვიან და ჩემს ნათქვამს დაადასტურებენ (იცინის).

თუ საიდუმლო არ არის, რა იყო მათთან დაშორების მიზეზი?

პირველ შეყვარებულთან დაშორების მიზეზი იყო ის, რომ პატარები და გამოუცდელები ვიყავით, მეორე შეყვარებული ოკეანის მიღმა იყო, ამერიკაში, ის – იქით, მე – აქეთ და ჩვენი დაშორება დისტანციამ გამოიწვია. თუმცა, კიდევ ვამბობ, ორივე გეტყვით ჩემზე, რომ როცა ისინი მიყვარდა, უშეცდომოდ კარგი ბიჭი ვიყავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g