LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექს-მეუღლისგან კურთხევის შემდეგ, კრის მარტინმა დაკოტა ჯონსონი ბოლოს და ბოლოს დანიშნა

283
page

კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი რამდენიმე წლიანი რომანის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დაინიშნნენ. მედიის ცნობით, წყვილი მალე დაქორწინდება. ინსაიდერის განცხადებით, კრისმა კურთხევა ექს-მეუღლისგან, გვინეტ პელტროუსგან მიიღო.

საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ გვინეტს Coldplay-ის ფრონტმენთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მეტიც, პელტროუს დაკოტასთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

„47 წლის კრისი და 34 წლის დაკოტა სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნნენ და ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახეს“, – წერს გამოცემა The Mirror.

ცნობისთვის, გვინტ პელტროუს და კრის მარტინს ორი შვილი ჰყავთ. გასულ წელს მედია აქტიურად წერდა იმის, შესახებ, რომ როდესაც დაკოტასა და კრისს რთული პერიოდი ჰქონდათ და ერთად აღარ იყვნენ, ისინი სწორედ გვინეტ პელტროუმ შეარიგა.

დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის უიშვიათესი გამოჩენა

წარსული და მომავალი – კრის მარტინის ექს-მეუღლე, გვინეტ პელტროუ და მისი საცოლე, დაკოტა ჯონსონი ერთად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები