LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამნაშავე არ ვარ, ინციდენტი იარაღის გაწმენდის დროს მოხდა, გამივარდა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი სროლის საქმეზე

314
ელისო კილაძე

6 მარტს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი სროლის ფაქტზე, ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

სროლა ყაზბეგის გამზირზე – ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, მას გამომძიებლები ჰკითხავენ:

„მე დამნაშავე არ ვარ, ჩემი ფეხით ამიტომ მოვედი. ინციდენტი [იარაღის] გაწმენდის დროს მოხდა, გამივარდა, მაგრამ ჩემი ვაზნა არ იყო ქალბატონი ელისო კილაძის მეგობრის ფეხებთან დავარდნილი“, – განაცხადა მედიასთან მან.

„გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა ჩემი მეგობრის მისამართით“ – რას აცხადებს ელისო კილაძე ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ელისო კილაძეზე თავდასხმის საქმე

შემთხვევითობა თუ გამიზნული დანაშაული ჟურნალისტის წინააღმდეგ? ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს, რომ ყაზბეგის გამზირზე, საკუთარი სახლის აივანზე, სანადირო თოფს წმენდდა და იარაღი შემთხვევით გაუვარდა

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 07 მარტი, 2024

ცნობისათვის, 6 მარტს, ყაზბეგის გამზირზე სროლა იყო. როგორც მოგვიანებით ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში განაცხადა, გამაფრთხილებელი გასროლა მისი მისამართით განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებნა სისხცლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g